- 2024-07-18
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში საპატიო მოქალაქის, პედაგოგის, ჟურნალისტისა და ღირსების ორდენის კავალერის ოქროპირ სვანაძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა.
გახნის ცერემონიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერის მოადგილე გია კვასტიანი, ოქროპირ სვანაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ოქროპირ სვანაძის ღვაწლი, მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, პიროვნული თვისებები და ადამიანური ღირსებები.