- 2023-03-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პერსონალური კომპიუტერით 28 წარმატებული მოსწავლე დააჯილდოვეს.
მერმა მადლობა გადაუხადა წარჩინებულ მოსწავლეებს, პედაგოგებს და მოსწავლეთა მშობლებს.
პერსონალური კომპიუტერები გადასცეს ქალაქის N I, II, IV საჯარო სკოლების, ქვიტირის, გეგუთის, ტყაჩირის, ცხუნკურის, სორმონის და მესხეთის სკოლების მოსწავლეებს.
საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ.