ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი უძღვებოდა.
ფრაქციის სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომლებიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2022 წელს უნდა განხორციელდეს.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერიის სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.