- 2023-05-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი უძღვებოდა.
ფრაქციის სხდომაზე, უმრავლესობის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმის საკითხი. შეხვედრაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ზაზა ერბელიძემ გენერალური გეგმის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა.
ასევე, სხდომაზე ფრაქციის ინიცირებით განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“ საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი. აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება საკრებულოს კომისიის სხდომაზე.
შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იასონ გაბუნია ესწრებოდა.