ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი.

მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე ფრაქციის მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და შენიშვნები უკან გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.