ქალაქ წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ  „მედეას“ ტერიტორიაზე წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

საჯარო განხილვაზე შეკრებილ აუდიტორიას  კურორტის კონცეფცია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა მრავალდისციპლინარული საპროექტო ჯგუფის – „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტებმა წარუდგინეს.

კომპანიამ  ამ ეტაპზე წარმოადგინა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია თანმხლები მასალებით. კერძოდ, კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, კურორტის განვითარების ხედვა და სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და გენერალური გეგმის სკოპინგის პროცედურასთან დაკავშირებული მასალები.

განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის ავტორთა გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელია  – მარკო არდიელი (იტალია) – არქიტექტორ/ქალაქ მგეგმარებელი;

„ წყალტუბო უნდა იქცეს ცოცხალ თანამდეროვე ტიპის ქალაქად, რომელიც იქნება მოდელი ევროპული ქალაქის მიმართულებისა. წყალტუბოში ტურსიტი მხოლოდ კეთილი სტუმარი იქნება, ხოლო აქ მცხოვრებლებისთვის ეს უნდა გახდეს სრულიად კომფორტული საცხოვრებელი ქალაქი. საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა არის მეხსიერება, რომელზეც უნდა დავაშენოთ ახალი ისტორია –  და წყალტუბო უნდა გავხადოთ მომავლის ქალაქი“ –  აღნიშნა „ბაუ დიზაინის“ მთვარმა არქიტექტორმა.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მზია გიორგობიანის თქმით, მომზადებულია ერთ ერთი მიმართულება  – სახელმწიფო ობიექტების საინვესტიციო პაკეტები. „ ამ გენგეგმის დამტკიცების შემთხვევაში უკვე მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაძლელბობაა ექნება დაიწყო ინვესტორების მოძიება“ – განაცხადა მინისტრმა.

 

დოკუმენტის მიხედვით კონცეფცია ორი ნაწილისგან შედგება  – ხედვა და ზონირება. პირველი ამოცანა არის  – რომ წყალტუბოს გახდეს ტურისტული მნინშვნელბოს ადგილი. და მეორე საცხოვრებლად იყოს კარგი ადგილი – ბედნიერი მწავნე მეგობრული კომფორტული საცხოვრებელიად გილი.

 

საპროექტო ჯგუფში კონსულტანტად მოწვეულია – ფერუჩიო ტაზინატო (იტალია) – არქიტექტორი/კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი; ქალაქგეგმარებითი ნაწილს წარმოადგენენ – მიშა ბალიაშვილი  და  შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები; ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელია – ფრედერიკ ლე ფიშუ; ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტია – დევიდ ნათი; ეკონომიკურ ნაწილს წარმოადგენს – ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან&ვეიკფილდ ჯორჯია გარემოს ნაწილს – „გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი“, ხოლო ტურიზმის ნაწილს – „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“.

საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საპროექტო ჯგუფი განიხილავს და შესაბამისი არგუმენტებით  გაითვალისწინებს კონცეფციის საბოლოო ვერსიაში.

დღეიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში დოკუმნეტთან დაკავშირებული შენიშვნები და იდეები შესაძლებელია  წერილობით მოაწოდოთ მუნიციპალიტეტს.

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/12aV6Xc8v5gBWw0pLxTsCTHp_bl3NBepP?usp=sharing