- 2023-06-20
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანხმობის’’ მხარდაჭერით გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციული ღონისძიებების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული და მდგრადი განვითარების განუყოფელი პრიორიტეტია.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალბატონები დაესწრნენ.