- 2025-03-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გრიგოლ ყურაშვილმა და გია კვასტიანმა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი იმ ქალბატონებს მიულოცეს, რომლებიც ნებისმიერ ამინდში, ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ. სწორედ მათ დამსახურებით, წყალტუბო გამორჩეული მწვანე და სუფთა ქალაქია.
მერის მოადგილეებთან ერთად ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების გაერთიანების“ დირექტორმა დავით იობიძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ერთგული შრომისა და თანადგომისთვის.
თვითმმართველობის პირველმა პირებმა ქალბატონებს ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.