წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა.
თათბირზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული, ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის მიმართულებით ერთროულად რამდენიმე პროექტის ფარგლებში დაწყებულია სამუშაოები. გავეცი ცენტრალურ პარკში გარე განათების ქსელის მოწესრიგების, ასევე სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების დავალებები, სოციალური სამსახური მუშაობს სააღდგომო ნობათის დარიგების საკითხზე “- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
თათბირს მერის მოადგილეები გრიგოლ ყურაშვილი და გია კვასტიანი ესწრებოდნენ.