- 2024-06-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2024″ დასრულდა.
წყალტუბოს სახალხო თეატრი წელს ფესტივალზე დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორებით” წარდგა, რეჟისორი – ზაზა კიკნაველიძე.
,,თეატრალური იმერეთი 2024 -ზე” ჟიურის სპეციალური პრიზი მთავარი როლისთვის დაიმსახურა სერგო კირკიტაძემ.
ჟიურის სპეციალური პრიზებით ასევე დაჯილდოვდნენ – მსახიობები: სულიკო იოსელიანი, მიხეილ ჭელიშვილი და მარიამ მამასახლისი.
წყალტუბოს სახალხო თეატრმა წელს გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო ქორეოგრაფია.
ყველაზე საპატიო პრიზები და სპეციალური დიპლომები გადაეცათ სახალხო თეატრის უხუცეს მსახიობს სულიკო იოსელიანს და არაერთი თეატრალური ნომინაციის გამარჯვებულს ირმა კუბლაშვილს. მსახიობები თეატრის მოღვაწეთა კავშირმა თეატრალურ სფეროში ხანგრძლივი და განსაკუთრებული წვლილისთვის „თეატრის ამაგდარის“ ტიტულით დააჯილდოვეს.