- 2020-10-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მ
უნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” განხორციელების მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორების: წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საკითხები. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა სამიზნე თემებში ნარჩენების სეპარირების ტექნიკური აღჭურვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების საჭიროებებზე.
შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმები ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების აქტიურად დანერგვისათვის, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციისა და დასუფთავების აქციების ორგანიზებისათვის, აქცენტი გაკეთდა კოვიდ-19- თან მიმართებით არსებული რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე.
