- 2022-08-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
21 და 22 აგვისტოს საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოს’’ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ წარადგინა საინტერესო პრეზენტაცია განხორციელებული აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ.
აღინიშნა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დიდ სოფელში დაინერგა ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, გარდა ამისა, შეძენილ იქნა ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები და ერთი ნაგავმზიდი მანქანა, ამასთან მოხდა ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და დამეგობრება სომხეთის, რუმინეთისა და მოლდოვოს სამ ქალაქთან.
,,ეს იყო უდაოდ წარმატებული პროექტი, რომლის საშუალებით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, ნარჩენების მართვის კუთხით. ეს იყო გამოწვევა, რომელიც მივიღეთ, პროექტმა მოგვცა გამოცდილებათა გაზარებისა და თანამედროვე მიდგომების გაცნობის შესაძლებლობები, მადლობა პროექტში ჩართულ მხარეეებს თანამშრომლობისთვის”- განაცხადა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ
წყალტუბოში გარემოსდაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით გაწეული მუშაობა შეაფასეს მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020-2022 წლებში ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი’’.