- 2023-03-13
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის პროექტებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს მალხაზ ჩხეიძესთან ერთად გაეცნო და კონკრეტული მითითებები გასცა.
თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის, ასევე ავალიანისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოები, პროექტის განხორციელების შედეგად მოგვარდება როგორც ცენტრალური გზის, ასევე მოსახლეობისა და კერძო ობიექტების დატბორვის პრობლემა, რასაც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილობრივები.
სოფელ გეგუთსა და ჩუნეშში ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე აღნიშნავს რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სამუშაოების 60 % უკვე დასრულებულია.