- 2022-07-25
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ევროკავშირის მხარდაჭერითა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „მიგრაციის გამომწვევი მიზეზები და დასაქმების შესაძლებლობები იმერეთის რეგიონში.“ შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, რომელმაც აღნიშნა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის უდიდესი მნიშვნელობა ქალაქისა და კურორტის წარმატებული ფუნქციონირების კუთხით და მხარდაჭერა გამოუცხადა მოწვეულ სპიკერებს შემუშავებული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და განხორციელების პროცესში. ახალგაზრდების შიდა და გარე მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე, რეგიონში დასაქმების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე გამართულ მსჯელობაში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრები და სხვადასხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. ისაუბრეს, რომ მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფა, სამუშაო გამოცდილების დაგროვების ხელშეწყობა სტაჟირების შესაძლებლობების გააქტიურებით, ასევე, თანაბარი ყურადღება მიექცეს მაღალკვალიფიციური და ნაკლებადკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნის საკითხს პროცესში დამსაქმებლის აქტიური ჩართვით.
შეხვედრის ორგანიზატორი იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.