საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს:

1.ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩა №2-ში მდებარე შენობის (საკ.კოდი N29.08.33.031) პირველ და მეორე სართულზე განთავსებული 803.3 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, 12 წლის ვადით, შპს  არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებისათვის“ გადაცემის შესახებ.

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში №29.13.37.234 საკადასტრო კოდზე მდებარე შენობაში განთავსებული 14.2 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) სარგებლობის უფლებით, აუქციონის ფორმით,  იჯარით,  2 (ორი) წლის ვადით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით-იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
  3. სს „სილქნეტი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 5 (ხუთი) წლის ვადით, ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, გარე განათების ბოძების  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.