საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის და აგრეთვე, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
იურიდიულ საკითხთა კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის (საკრებულოს თავმჯდომარე) სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მამისეიშვილი ესწრებოდა.