- 2021-08-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე და ა(ა)იპ – ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
კერძოდ, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორები’’-ს, ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო’’-ს და ასევე, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მრეწველები’’-ს შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,წყალტუბოს განვითარებისათვის“ და აგრეთვე, ფრაქცია ,,ქალები წყალტუბოს მომავლისათვის’’ გაუქმების საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2020 წლის და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
საკრებულომ იმსჯელა .,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49-210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა სს,,სილქნეტი’’-სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად, 2(ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, გარე განათების ბოძების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.
ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, #4-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9725,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკ. კოდი #29.08.37.210 სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით რაგბის მოედნისათვის ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციუპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის’’ გადაცემის საკითხზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა შემდეგ საკითხზე: შპს ,,გეგუთის პოლიკნიკის ‘’ შენობაში (საკ.კოდი #29.14.37.526) განთავსებული თავისუფალი ფართების, რუიზან სამსონიასათვის (ერთი ოთახი, ფართი 22.12 კვ.მ.) და შალვა კილაძისათვის (ერთი ოთახი, ფართი 14.33კვ.მ.) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი’’-ს მიერ 2020 წლის და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ მიერ 2020 წლის და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.