საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის სტრუქტურული სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა სხდომაზე წარმოდგენილი 14 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის’’(OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ,,შენი იდეა მერს’’ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №11დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონოტორინგის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დადებითად შეფასდა ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლისა“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49-210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა #15-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საბავშვო ბაღი) საკ. კოდი #29.08.37.163 სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციუპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის’’ გადაცემის საკითხზე.
ასევე, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს საქართველოს საპატრიარქოსათვის (ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო გიმნაზიისათვის) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის ფორმით, უსასყიდლო აღნაგობით, ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის მე-3 შესახვევის #12-ში მდებარე , (საკ.კოდით №29.08.34.144) რეგისტრირებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 10500კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილი 3517კვ.მ. მიწის ფართის, სწავლის პროცესისათვის საჭირო ღია ტიპის სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურული სხვა ობიექტის მოწყობის მიზნით, გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს და მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი’’-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მიკროავტობუსის FORD TRANSIT ძრავის მოცულობა-2,4, რეგისტრაციის ნომერი ZZ 123 BB, გამოშვების წელი 2005,რეგისტრაციის თარიღი 02/06//2017 წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი WFOHXXTTFH5J29812 საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს „ორბიტას“ შორის 2016 წლის 22 ნოემბერს გაფორმებულ N23 ხელშეკრულებაში და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ანდრო ხარაბაძეს შორის 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმებულ N2 ხელშეკრულებაში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ,’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივლისის № გ-49.49212117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმების დამტკიცების საკითხზე.