- 2021-12-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 18 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების საკითხში.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი.
ცვლილება შევიდა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრება განიხილეს და მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხს.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ყოფილი კლუბის შენობა) საკ. კოდი №29.13.31.006) არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი’’-სათვის გადაცემის საკითხზე.
ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და სოფიო ნუცუბიძეს შორის 2021 წლია 26 ივლისს გაფორმებულ №1 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწრობის საბჭოს მდივანმა და თავმჯდომარის თანაშემწემ მზია კიკალიშვილმა დეპუტატებს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ 2021 წლის ანგარიში წარუდგინა.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკრებულოს 2022 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.