საკრებულოს მორიგი სხდომის ანონსი

25 ივნისს, 13:00 საათზე, გაიმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე, დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი რეგლამენტისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვით.

დ  ღ  ი  ს          წ  ე  ს  რ  ი  გ  ი

1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის  №36  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რომეო ნიჟარაძე/

2.,,ღია მმართველობის პარტნიორობის’’(OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის  მეშვეობით, ,,შენი იდეა მერს’’ განხორციელების  წესის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რომეო ნიჟარაძე/

3.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო  ობიექტების  ნუსხის დამტკიცების შესახებ’’  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის    № გ-49-49210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს.მურმან შალამბერიძე,თანამომხს.  მარეხ  კანკაძე/

4.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის    № გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს.მურმან შალამბერიძე,თანამომხს.  მარეხ  კანკაძე/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის  წესით, სარგებლობის უფლებით  იჯარით გადაცემისას ქირის  საწყისი წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს.მურმან შალამბერიძე/

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის  წესით, სარგებლობის უფლებით  იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი  წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს.მურმან შალამბერიძე/

7.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ ყუმისთავში მდებარე 1039 კვ.მ  არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთის (ს/კ 29.04.36.063) სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის  ფორმით, პირობებით, 10(ათი) წლის ვადით,  იჯარის უფლებით,  გარე   ვაჭრობის რეგულირების მიზნით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:მურმან შალამბერიძე/

8.2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული  განვითარების  პროგრამის  ფარგლებში  განსახორციელებელი  პროექტების  დასაფინანსებლად  კონკურსში  მონაწილეობის  მისაღებად  წარსადგენი  პროექტების  განხილვისა და  მოწონების შესახებ.

/მომხს:მურმან შალამბერიძე/

9.წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ეკონომიკისა და ქონების  მართვის საკითხთა  კომისიის მიერ  2020 წელს  გაწეული  მუშაობის შესახებ.

/მომხს.მურმან შალამბერიძე/

10.წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომისიის მიერ  2020 წელს  გაწეული  მუშაობის შესახებ.

/ მომხს:თენგიზ ნიჟარაძე/

11.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2021 წლის III კვარტლის  სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

/მომხს. პაატა ახალაძე/