საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მარეხი კანკაძე ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
კერძოდ, დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის’’(OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ,,შენი იდეა მერს’’ განხორციელების წესის დამტკიცების საკითხზე.
ცვლილება შევიდა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარე 1039 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 29.04.36.063) სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით, 10(ათი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით გაცემის საკითხზე.
საკრებულომ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი პროექტების განხილვისა და მოწონების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა აგრეთვე, განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.