- 2021-07-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული სამსახურისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
კერძოდ, ცვლილება შევიდა 2021 წლის ბიუჯეტში.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №49.49210293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს თანხმომა მიეცა ა(ა)იპ „ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა აგრეთვე, იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს და მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების საკითხს.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №27-ში მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული შენობის (საკ.კოდი №29.08.34.107) პირველ სართულზე განთავსებული 13.25კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის საკითხზე.
ასევე, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული, მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 36.6კვ.მ. (საკ.კოდი №29.08.34.014.01.507) ფართის სარგებლობის უფლებით,ელექტრონული აუქციონის ფორმით, იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით გაცემის საკითხზე.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და თამთა ცხადაძეს შორის 2016 წლის 31 მაისს გაფორმებული №10 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პირობების შემსუბუქების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა ცენტრის“ და ა(ა)იპ „ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
აგრეთვე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს და მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ე.წ. ,,დოლაბერიძეების’’ უბანში ფრენბურთის მოედნის ტერიტორიაზე, ამირან ნოდარის ძე დოლაბერიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.