- 2022-10-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ -ს და ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)’’-ს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღურების შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
აგრეთვე, დეპუტატებმა იმსჯელეს საკითხზე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვისა და მოწონების შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონებების გასხვისების შესახებ, თანხმობის მიცემის თაობაზე და .წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა შპს ,,მაგთიკომი’’-სათვის ოპტიკური კაბელის განთავსების მიზნით, იჯარის უფლებით, 5 წლის ვადით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 138 ერთეული გარე განათების ბოძის გადაცემის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს ასევე, თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 34.8 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, თავიანთი საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს ეროვნული დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, იმერეთის რეგიონალური სამმართველოსათვის გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2022 წლის I- II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.