საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების’’-ს წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ცვლილება შევიდა 2022 წლის ბიუჯეტში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების და ბიუჯეტის I-II-III კვარტლის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2022 წლის II-IIIკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა აგრეთვე, განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა სს „სილქნეტი“- სათვის ორი წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული გარე განათების ბოძის გადაცემის საკითხზე.
ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 12.8 კვ.მ. ფართის (საკ.კოდი#29.08.34.014.01.527) სარგებლობის უფლებით, იჯარით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 3 წლის ვადით, გაცემის საკითხზე.
სოფელ მაღლაკში, უსახელო ქუჩას მიენიჭა „გუბისწყლის“ ქუჩის სახელი.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების,აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღურების შესახებ.
საკრებულოს სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.