- 2023-02-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.
დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის და კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და ტერიტორიების ზონებად დაყოფის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის I შესახვევში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1368კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა – ნაგებობის ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა- ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 1530 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ მიერ 2022 წლის III – IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
აგრეთვე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღურების საკითხზე.