საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 42 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპე-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის’’ და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მიერ მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2022 წლის III- IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წერებმა განიხილეს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხი შემდეგ სოფლებში: ტყაჩირში, ქვედა ონჭეიშში, ჭაშლეთში, ჭოლებში, ჯიმასტაროში, ნამოხვანში, ნორაში, ზედა ონჭეიშში, ჟონეთში, საჩხეურში, სორმონში, გუმათში, დერჩში, ვანისჭალაში, ზარათში, მეჩხერში, რიონში, ბენთქოულაში, გეგუთში, გუმბრაში, დღნორისაში, ლეხინდრისთავში, ოფურჩხეთში, მექვენაში, მუხიანში და კუდოთში.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის და იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების საკითხი.
აგრეთვე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.