საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 8 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების საკითხი.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
ასევე, ცვლილება შევიდა ,,წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის’’ საშტატო ნუსხაში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
საკრებულოს წევრებმა აგრეთვე, იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეციალური ავტომობილის (ტექ პასპორტის ნომერი DVA 0142935) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ -ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.