საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 14 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში მდებარე ნიკო ლორთქიფანიძის სახლ- მუზეუმის ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიალის გამართვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დაწესების საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ადმინისტრაციული სამსახურის და -ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისადა შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს №36 137 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და ასევე, პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა- დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2022 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
აგრეთვე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.