საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს   წევრთა და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების საკითხი.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მიერ 2023 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

აგრეთვე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინგრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2023 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის  წესით – იჯარით  გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს ,,ევროკავშირი  ინტეგრირებული  ტერიტორიული  განვითარებისათვის (EU4ITD)-ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების  კატალიზატორი (GESL)’’-ის ფარგლებში გრანტით  დასაფინანსებელი  პროექტის  განხილვისა და მოწონების საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩა №2-ში მდებარე, შენობის (საკ.კოდი №29.08.33.031) მესამე სართულზე განთავსებული 216 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, 12 (თორმეტი) წლის   ვადით, იჯარის უფლებით, შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა  ,, ოცნება’’-სთვის სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.

ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  10173.0 კვ.მ.მიწის ნაკვეთის საკ.კოდი №29.08.32.531 და 4677.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკ.კოდი №29.08.32.532  ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა’’- სთვის უსასყიდლო უზუფრუქტის  ფირმით გადაცემის საკითხზე.

დეპუტატებმა იმსჯელეს შპს ,, ტელეკომ I’’- სათვის (საკ.კოდი №405374063)   პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით,2 (ორი) წლის ვადით ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გატერების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  განთავსებული გარე განათების ბოძების სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   წევრების     (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.