- 2023-08-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა აგრეთვე, განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩა N11-ში მდებარე N29.08.31.232 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 640 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 200 კვ.მ. ფართის კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, მსუბუქი კონსტრუქციის ჩადგმით, ხოლო მიწის დარჩენილი ნაწილი 376 კვ.მ. – მოვლა-პატრონობის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 15 წლის ვადით, იჯარის უფლებით, პირობით სარგებლობაში მოქალაქისათვის გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.