- 2022-02-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში და ,,ცივი ტბის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიალის გამართვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დაწესების საკითხი.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთიმოწყობისა დასუფთავების გაერთიანების’’ წესდებაში.
დეპუტატეტბმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორონგის სამსახურის მიერ 2021 წლის III-IV კვატრალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
აგრეთვე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2021წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა შპს ,,მაგთიკომი’’-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, რკინის კონსტრუქციის (ანძა) ანტენის აპარატურის განთავსების საკითხზე. დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი’’- ს მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.