- 2023-09-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში.
ასევე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და აგრეთვე, პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა სს ,,სილქნეტი’’- სათვის ოპტიკურ -ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს .წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: გუმათისა და ბანოჯის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებული პეტიციის საკითხზე.
ცვლილება შევიდა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.