საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

დეპუტატებმა  დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს   მუნიციპალიტეტში   2024 წელს  საქართველოს რეგიონალური განვითარების  ფონდის  მიერ  დასაფინანსებელი   ინფრასტრუქტურული პროექტების   საპროექტო  წინადადებების   განხილვისა და მოწონების საკითხი.

ცვლილება შევიდა ქალაქ წყალტუბოში ავტოსატრანსპორტ საშუალებებით  განსახორციელებელი,  მგზავრთა     რეგულარული  გადაყვანის სამარშრუტო სქემის დადგენის საკითხში.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09.44.082; ფართით-2784.0კვ.მ.) მრავალფუნქციური, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის განხორციელებისათვის წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის  გადაწყვეტილების- უარის შეთანხმების საკითხზე.

აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  წევრების     (გარდა საკრებულოს  თანამდებობის  პირებისა)   უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების საკითხი.