საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომის დაწყებამდე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა  კამპანია: „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და აღნიშნა, რომ 16 დღიან კამპანიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოც შეუერთდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 13 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ და ა(ა)იპ ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების საკითხზე.

ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“, ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბო არენას“ წესდებაში ცვლილებების შეტანისა და წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკრებულოსა და გამგეობის ანგარიშის ფორმის დამკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის N67 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხზე.

სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატში  სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე’’ წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2023  წლის    30 ივნისის №19 დადგენილების  ძალადაკარგულად  გამოცხადების საკითხი.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის  პირების, აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების  პოზიციებზე დასაქმებული  პირების თანამდებობრივი  სარგოების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხაში.

აგრეთვე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  კულტურის ცენტრის’’  საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.