- 2023-12-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის’’, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის’’, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის’’, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხზე.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
აგრეთვე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში, ჩახრუხაძის (ყოფილი წულუკიძის) ქუჩა #2-ში, შპს ,,ბადენ წყალტუბოს’’ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.08.32.169) შვიდ სართულიანი სასტუმროს მშენებლობისათვის განაშენიანების გეგმის შეთანხმების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.