- 2024-01-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 15 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის, ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2023 გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხა კომიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდზე მოისმინეს ინფორმაცია განკარგვის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხში.
აგრეთვე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და მიხეილ იაშვილს შორის 2020 წლის 18 ივნისს გაფორმებულ №1 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის ‘’ სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, სარგებლობის უფლებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მსუბუქი ავტომანქანა ,,SCODA OCTAVIA’’ (სახელმწიფო ნომერი AA-512- CC) გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2024 წელს განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.