საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 15 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად  შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის, ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის და  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2023 გაწეული მუშაობის შესახებ.

ასევე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხა კომიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის  ბიუჯეტის  სარეზერვო ფონდზე  მოისმინეს ინფორმაცია განკარგვის შესახებ.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში დროებითი   სამუშაო  ჯგუფის  შექმნის საკითხი.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის  პირების, აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების  პოზიციებზე დასაქმებული  პირების თანამდებობრივი  სარგოების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხში.

აგრეთვე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2024 წლის  ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების  პროგრამით  გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტსა და  მიხეილ იაშვილს შორის 2020 წლის 18 ივნისს გაფორმებულ №1 ხელშეკრულებაში  ცვლილების შეტანის საკითხზე.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საბავშვო  ბაღების გაერთიანებისათვის ‘’ სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, სარგებლობის უფლებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მსუბუქი ავტომანქანა  ,,SCODA   OCTAVIA’’ (სახელმწიფო ნომერი  AA-512- CC) გადაცემის საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში  გენდერული თანასწორობის  პოლიტიკის  განხორციელების ღონისძიებათა  2024 წელს განსახორციელებელი  სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  წევრების     (გარდა  საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.