- 2024-02-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
აგრეთვე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის (INTERREC VI-B) NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში პროექტის ,, სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის (Smart4RuraI) განხორციელებისათვის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის და კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის პირველი შესახვევისათვის სახელის მინიჭების შესახებ, მიზანშეწონილობის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ავტობუსის მარკა /მოდელი ISUZU NOVOCITI BUS, ვინ ნომერი: NNAMOBVLNO 2005149 ; საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხი.