- 2024-03-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 22 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №159 (გ-49.49233612) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 -2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის დამტკიცების საკითხი.
აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის’’ 2016 წლის 31 მაისის №10 და ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით,პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის’’ 2016 წლის 31 მაისის №11 ხელშეკრულებების (2022 წლის 12 დეკემბრის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით,პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების (ჩანაცვლების) №7) შეწყვეტის საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის – VAZ 2121 (NIVA) საიდენტიფიკაციო ნომერი: XTA212140V 1289341,სახ. ნომერი: SS 999 MX და ავტომანქანის – VOLKSWAGEN PASSAT VARIANT საიდენტიფიკაციო ნომერი: WWWZZZ3BZWE160096 ,,სახ. ნომერი: SG 656GG სამსახურეობრივი საჭიროებისთვის, საკუთრებაში გადაცემის საკითხზე
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხში.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.