საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.

ასევე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის    2024    წლის პირველი კვარტლის    ბიუჯეტის    სარეზერვო  ფონდის  განკარგვის საკითხი.

ცვლილება შევიდა საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  148-ე მუხლის მე-4 ნაწილით  გათვალისწინებულ  სამართალდარღვევაზე  ოქმის  ფორმის, მისი შედგენის,  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესის დამტკიცების საკითხში.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის,   მისი    შევსების,    ჩაბარების,  წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2024 წლის  ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების  პროგრამით  გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.

დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების  სახლის’’ ბენეფიციართა შერჩევის  წესის  დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2023  წლის    27   იანვრის გ-49.492302718    განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.

აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს ,,ქალაქ წყალტუბოს  გენერალური  გეგმის  კონცეფციის  დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2021    წლის     30 სექტემბრის     №30   განკარგულებაში  ცვლილების   შეტანის საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის   ცენტრისათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული  მოძრავი  ქონების- ტუმბო(მოტო პომპა)  2 (ორი) ცალი, სილიკონის  მილიD-80 მმ დიამეტრის, 50  (ორმოცდაათი) გრძივი მეტრი,  გენერატორი ASTRA  KOREA (AST 3700,  მაქსიმალური  სიმძლავრე: 2,6 კვტ.) სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, საკუთრებაში გადაცემის  საკითხზე.

დეპუტატებმა იმსჯელეს სსიპ   წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის  სოფელ   მუხიანის  საჯარო  სკოლისათვის   შალვა  ნიშნიანიძის  სახელის  მინიჭებაზე უარის  თქმის საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს    მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  წევრების     (გარდა  საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების საკითხი.