საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.

ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  გამწვანების,  გარე  განათებისა და  კეთილმოწყობის  ცენტრის’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო  განაკვეთებში.

ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადგილობრივი  მოსაკრებლების  შემოღების,  გადახდის ინსტრუქციის,  დაგვა-დასუფთავების  და  ნარჩენების  განკარგვის  წესის დამტკიცების საკითხში.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2024 წლის  ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების  პროგრამით  გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხი.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის  დამტკიცების საკითხში.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონები   სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის  წესით – იჯარით  გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა შპს ,,რეტრო იმერეთი’’-სათვის (ს/კ412777400) ტურისტული ზონის მოსაწყობად, 49 წლის ვადით, იჯარით, შესაბამისი  პირობებით სარგებლობის უფლებით, ქალაქ  წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №39ა-ში  მდებარე  უძრავი ქონების (საკ.კოდი №29.08.37.069) გადაცემის  საკითხზე.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ  გუმბრაში,  სამშენებლო კომპანია ,,ეკრანი+’’-ის საკუთრებაში არსებულ   სასოფლო- სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნაკვეთში (ს/კ 29.09.41 074) ,,მწვანე ქალაქი’’ საცხოვრებელი უბნის  მშენებლობასთან დაკავშირებით  განაშენიანების  დეტალური  გეგმის  ინიციირების შეთანხმების საკითხზე.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა შპს ,,მაგთიკომი’’-სათვის  სარგებლობის უფლებით,  პირდაპირი  განკარგვის წესით, იჯარით,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული ქ. წყალტუბოში რუსთაველის  ქუჩა №27-ში    ს/კ 29.08.34.107 მდებარე 2კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო მიწის   ნაკვეთზე  განთავსებული  რკინის  კონსტრუქციის (ანძა) ნაწილი  ანტენისა და აპარატურის  განთავსების მიზნით, გადაცემის საკითხზე.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.

აგრეთვე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიასა და საკრებულოში  შრომითი  ხელშეკრულებით  დასაქმებულ  პირთა  რაოდენობის  შეზღუდვიდან   გამონაკლისის  შეთანხმების საკითხში.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს    მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    წევრების     (გარდა  საკრებულოს თანამდებობის პირებისა)   უფლებამოსილების   განხორციელებასთან    დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების საკითხი.