- 2024-06-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.
აგრეთვე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების გაერთიანების“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2024 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე განთავსებული 81.4კვ.მ. ფართის-7(შვიდი) ოთახის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სსიპ- სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს /სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ცენტრი/ წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის, განთავსების მიზნით, 2026 წლის 1 იანვრამდე გადაცემის საკითხზე.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, მოქალაქე მირანდა კიკვიძის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09.43.043) საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების შეთანხმების საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ქვიტირში მდებარე ნატო მიქაძის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.12.33.035) ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) შეთანხმების საკითხი.
ასევე, საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს .ქალაქ წყალტუბოში, ბესიკის ქუჩა №4 ბინაზე ოქროპირ სვანაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.