- 2022-03-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული სამი ქართველი მეომრის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 18 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა საკრებულოს კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N155(გ-49.49213638) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიის დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
ასევე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში .წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2021 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2021 წლის III- IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და თამთა ცხადაძეს შორის 2016 წლის 31 მაისს გაფორმებულ N10 ცვლილების შეტანისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან განთავისუფლების საკითხზე.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
.საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.