საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ და ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა-ს’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა-ს’’ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, მოქალაქე მირანდა კიკვიძის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ29.09.43.043) საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების დეტალურ გეგმის ინიციირების შეთანხმების თაობაზე’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28 ივნისის №გ-49.492418010 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი.
აგრეთვე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯადაცვის ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“ მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასქრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების წყალტუბოს მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, №2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი #29.08.37. 055)პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 1 წლის ვადით, საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის ,, ჩვენი სახლი’’-სათვის გადაცემის საკითხზე.
ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ავტობუსის მარკა /მოდელი/ ISUZU NOVOCITI BUS, ვინ ნომერი: NNAMOBVLNO2005149; სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს სსიპ- სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ინვენტარი) სარგებლობაში გადაცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.