საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 16 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2024 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

ასევე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხი.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითში.

აგრეთვე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტის მიერ 2022-2023 წლებსა და 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა სს ,,ლიბერთი ბანკი’’-სათვის (ს/კ 203828304) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით 2 წლის ვადით ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში(ს/კ29.08.34.014.01.540) მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 2.0 კვ.მ. ფართის გადაცემის საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის’’ და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის’’ მიერ 2024 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

დადებითად შეფასდა ანგარიში ა(ა)იპ წყალტუბოს არენას“ მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

აგრეთვე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.