საკრებულოს მორიგი სხდომა

 

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
 დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
 საკრებულოს სხდომაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წარადგინა ანგარიში 2022 წლის პირველ კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ.
  საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერისაგან მოისმინეს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ვადაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
  ასევე, სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
  საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
  ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში.
  დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
  ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
  სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
  დეპუტატებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს № 148( № გ-49.49213631) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.’’
  საკრებულოს წევრებმა ასევე, განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების საკითხი.
  მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის’’(UNDP) ერთობლივი პროგრამის-,,გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში’’ (UNJP) ფარგლებში ,,მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის’’ პროგრამის განხორციელებისთვის 50000(ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით გრანტის მიღებისა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე.
  დეპუტატებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
  საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2021 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
  დადებითად შეფასდა ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ მიერ 2021 წლის IV კვარტალში და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპლიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ მიერ 2020 -2021 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ.
  სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სამსახურისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ