- 2025-06-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025-2026 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხზე.
აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ქვიტირში მდებარე დავით არსენიძის კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.12.34.293 ფართით 2335.0კვ.მ.), ლადიმერ ბედენაშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.12.34.461 ფართით 3504.0კვ.მ.) და გაგა მანაგაძის კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.12.34.305 ფართით 1500.0კვ.მ.)ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი1ერთეული თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანის (Truck) ტექნიკური მახასიათებლები: მარკა -FOTON, ტიპი -თვითმცლელი /TIPPER, მოდელი-BJ226VMPHD-F2,საიდენტიფიკაციო კოდი LVBV6PDBXSW062887б გამოშვების წელი–2025, სახელმწიფო ნომერი- BC 105 CC და ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი1 ერთეული ტრაქტორის (დამტვირთველით)და ამავე ტრაქტორთან თავსებადი 1 ერთეული საკომპოსტე მასალის შემრევის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისთვის“ მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის“ განვითარების საკოორდინაციო ცენტრის’’ მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.