- 2025-07-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ და ა(ა)იპ „ბავშთა ინკლუზიური ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის’’ მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
აგრეთვე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ ფოტოაპარატის Canon EF-S 18-135 mm საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი’’-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული, როიალის ,,ესტონია’’(სერიული № 5571, საინვენტარიზაციო №001474, ნარჩენი საბალანსო ღირებულება 0(ნული) ლარი, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში,სოფელ ცხუნკურში/ბესიაურში და სოფელ ოფშკვითში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.