- 2026-06-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საკრებულომ დღის წესრიგით წარმოდგენილი 16 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ადმინისტრაციული სამსახურის, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხში.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის № 40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკორდინაციო ცენტრი’’-ს მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2028 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხზე.
აგრეთვე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.