საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კობა გურეშიძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2021 წლის iv კვარტალსა და 2022 წლის I კვარტალში გაწეული მუსაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის №31 (გ-49.49220843) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
აგრეთვე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტის ნუსხის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ბანოჯაში მდებარე ლადიმერ ბედენაშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართით-2098,0კვ.მ. ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობის პირველ სართულზე (საკ. კოდი №29.04.38. 05) განთავსებული 47.48 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2(ორი) წლის ვადით გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩისათვის აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.